საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

11 დეკემბერი, 2022

 

2022 წლის 14 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება. 

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები იმსჯელებენ სამართლებრივი აქტის პროექტზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის საპროექტო წინადადებების მოწონებას ითვალისწინებს. 

სხდომა 15 საათზე ჩაინიშნა. 

 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე