საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის მიერ ინცირებული პროექტი, რომელიც ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
კომისიამ მხარი არ დაუჭირა ცვლილებების პროექტს, რომელიც გულისხმობს პროგრამიდან დაბახნების არქეოლოგიური ობიექტის კოსერვაციის პროექტის შესყიდვისა და საკონსერვაციო სამუშაოების ამოღებას. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 15 300 ლარს შეადგენს. ამ თანხით ყორჩიბაშიშვილების ციხის სამხარეთ-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის პროექტი შესყიდვა და ქალაქ თელავის ტერიტორიაზე სავარაუდო მიწისქვეშა გვირაბების საძიებო სამუშაობი იგეგმება. „კომისიის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ 15 300 ლარი არ იქნება საკმარისი აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად და შესაბამისად პროგრამიდან დაბახნების არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაციის პროექტის შეყიდვისა და საკონსერვაციო სამუშაოების ამოღება არ არის მიზანშეწონილი. მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. კომისიაზე ამ საკითხს კენჭი ვუყარეთ, სამმა წევრმა მხარი დაუჭირა ცვლილებების პროექტს, ხოლო ოთხი მათგანი წინააღმდეგ წავიდა“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გოგოშვილმა.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: