საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები რეგიონის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერულოი თანასწორობის საბჭოს წევრები რეგიონის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გასათვალისწიუნებელი ინიციატივები, რომლის შემუშავებაზეც საკრებულო და გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობენ.
„ჩვენი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტს მომავალ წელს ჰქონდეს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც მოსახლოების ყველა ფენის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმ ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემების მოგვარებას, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს. ბიუჯეტის ფორმირების შემუშავების პროცესში უმნიშვნელოვანესია არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მათაც აქვთ საბიუჯეტო ინიციატივები, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა თელავის მუნიცვიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.
შეხვედრა პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.