საკრებულოში ბიუროს სხდომა ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო იწყებს პროექტის განხილვას, რომელიც თელავის ჭადრის ხისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ მიიღო და აღნიშნული სამართლებრივი აქტის პროექტი განსახილველად კომისიებს გადასცა.
გარდა ამისა, ბიუროს გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის N10 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა, ასეევე სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე კი განსახილველი საკითხები იქნება:
- თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტი;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების სს „სილქნეტისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი.