საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა
დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მერიის მიერ ინიცირებული პროექტები განსახილველად სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიებში გადანაწილდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, ბიუროს წევრებს აცნობა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა.
პროექტი განსახილველად უკვე გადაეცა საკრებულოს ყველა კომისიასა და ფრაქციას. ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა 20 ნოემბერსაა დაგეგმილი. ქონებისა და ეკონომიკის საკითხთა კომისიის სხდომა 22 ნოემბერს ჩატარდება. საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომაც ასევე 22 ნოემბერს ჩაინიშნა.