საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

18 ივლისი, 2022

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულების პროექტს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.

„საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციისათვის“ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის მიზანია ადრეული განვითარებისა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების, აგრეთვე თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სკოლამდელი ინკლუზიური განათლების/ადრეული განვითარების და აუტიზმის პროგრამების ფარგლებში ხარისხიანი, უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების უზრუნველყოფა.


გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე იმსჯელეს სამართლებგრივი აქტის კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გაზსადენი მილის ქსელის შ.პ.ს. „თელავგაზისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობს.


სხდომაზე განსახილველად ასევე წარმოდგენილი იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი.

კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ ორივე პროექტი უცვლელის სახით წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

 

გააზიარე