საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

19 ივნისი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა.

სხდომაზე განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ნუნუ სუმბაძისათვის თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

იურიდიულ საკითხთა კომისია თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს რეკომენდაციით, რათა გამოინახოს სწორი სამართლებრივი ფორმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს ქალაქ თელავის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ პროექტი და საკრებულოს 2018 წლის 8 თებერვლის დადგენილებაში მშენებლობის სანებრათვო მოსაკრებლისა შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში მოსალოდნელი ცვლილებები.

„გარე რეკლამის გავრცელების გეგმა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით შეთანხმებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლი ნაწილი გაიზრდება გარე რეკლამის გავრცელების გეგმის შესაბამისად აუქციონის წესით ნებართვის გაცემის შედეგად. მშენებლობის სანებრათვო მოსაკრებლისა შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში მოსალოდნელი ცვლილებების პროექტი კი ჩვენი კომისიის რეკომენდაციის საფუზველზე მომზადდა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ხვისტანმა.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

   

  

 

გააზიარე