საკრებულოში ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს წარუდგინა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
სხდომაზე ასევე განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს.