საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ სხდომა ჩატარდა

20 ნოემბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ სხდომა ჩატარდა. ფრაქციის წევრებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები და შენიშვნები შეიმუშავეს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები და შენიშვნები. ფრაქცია კვლავ განაგრძობს მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტზე მუშაობას. საკრებულო ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივ ინიციატივას მერიას 25 ნოემბრამდე გაუგზავნის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი ჩაბრაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 19 ნოემბერს დაიწყო. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტით 24 548 100 ლარია გათვალისწინებული.

გააზიარე