კომისიის წევრები
- ლევან ბერძენაშვილი - თავმჯდომარე
- თინათინ ხანჯალიაშვილი - წევრი
- ზურაბ ლილუაშვილი - წევრი
- ალექსანდრე შათირიშვილი - წევრი
- მიხეილ დაღუნდარიძე - წევრი
- ანა ოთარაშვილი - წევრი
- უჩა ჭოტიაშვილი - წევრი
- გივი ლაფაური - წევრი
- ბაადურ გულიაშვილი - წევრი
- იმედა კევლიშვილი - წევრი
- გიგი გიგიტელაშვილი - წევრი
სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას:
- შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
- მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს და წარუდგენს საკრებულოს;
- მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს და წარუდგენს საკრებულოს;
- განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს საკრებულო, რის თაობაზეც სამართლებრივ დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;
- აკონტროლებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;
- ისმენს ინფორმაციას, ახსნა-განმარტებას საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
- კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესაბამისობას მოქმედ ნორმატიულ აქტებთან.
- განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრიანების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ
- ზედამხედველობას უწევს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას;
- ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;
კომისიის უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში