სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ საკრებულოს დადგენილების პროექტები განიხილა

19 May, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ იმსჯელა მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესში ცვლილების პროექტზე.

ნორმატიული აქტის პროეტქის მიხედვით, ცვლილება შედის მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განმახორციელებელი საჯარო ზედამხედველობის ორგანოს ფუნქციებში.

დადგენილების მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერებული მშენებლობების კონტროლის პროცესის გაუმჯობესება და კონტროლის მექანიზმების გამკაცრება, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული შეჩერებული მშენებლობების გაგრძელების ფაქტები.

გარდა ამისა, სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

 

გააზიარე