სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

11 ოქტომბერი, 2023

2023 წლის 18 ოქტომბერს, 11 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. 

სხდომაზე განსახილველი საკითხი იქნება ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 სექტემბრის N43 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს.

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე