სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

11 იანვარი, 2024

2024 წლის 18 იანვარს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება.

სხდომაზე განიხილავენ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტებს. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე