სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა სხდომა
2023 წლის 17 იანვარს, 14 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება.
სხდომაზე განიხილავენ სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს:
✅️თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებებს;
✅️თელავის მუნივიპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებას;
✅️თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრას;
✅️თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმას.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.