სამმა კომისიამ გაერთიანებული სხდომა ჩაატარა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სიფინანსო-საბიუჯეტო კომისიებმა გაერთიანებული სხდომა ჩაატარეს. დეპუტატებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებში მოსალოდნელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიების წევრებს პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა წარუდგინა. როგორც დავით ქსოვრელიშვილმა აღნიშნა, ცვლილება იგეგმება სოფელ იყალთოში, კონდოლსა და ლეჩურში განსახორციელებელ პროექტებში.
კომისიების წევრებმა ასევე განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები. პროექტი დეპუტატებს თელავის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გააცნო. ფიქრია ყუშიტაშვილის განმარტებით, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა სასკოლო ფესტივალი „ხელოვნება და შემოქმედება“, რომლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 29 900 ლარით. აღნიშნული ღონისძიებიდან დარჩენილი ეკონონომია 3650 ლარია.
„ცვლილებები პროექტი ითვალისწინებს, რომ დარჩენილი ეკონომია დაემატოს ღონისძიებას „კულტურული ინიციატივები, რომელიც მოხმარდება ახალგაზრდებისათვის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს შეხვედრა-სემინარებს“, - განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ასევე იმსჯელეს 2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის ერთ-ერთი მიზანია კისისხევის ხევისა და თურდოს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოებისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა.