სამოქალაქო სექტორის ჩართულობით სოციალური აქციები გრძელდება

15 April, 2020

თელავის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო სექტორის ჩართულობით სოციალური აქციები გრძელდება.

სოციალური აქციის ფარგლებში, კომპანია "თელავის ღვინის მარანმა", "StopCov ფონდში" 300 ათასი ლარის გადარიცხვის პარალელურად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 1 000 სასურსათო პაკეტი გადასცა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა თელავი-ყვარელის მაჟორიტარ დეპუტატთან - ირაკლი სესიაშვილთან ერთად, სასურსათო პაკეტების დასაწყობებისა და გაცემის პროცესში მიიღო მონაწილეობა. 

აღნიშნული სასურსათო პაკეტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეჭირვებულ მოსახლეობას ეტაპობრივად გადაეცემა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კომპანია ,,თელავის ღვინის მარანს ,,გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.

 

გააზიარე