სამუშაო შეხვედრა "მოლი კახეთში" ინიციატივით
დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტ "MOLI კახეთში"-ს ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ორი საკითხი, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში 2017 - 2021 წლებისთვის ნარჩენების მართვის გეგმა და ბიზნეს ფორუმი მეწარმეებისთვის, განიხილეს.
პროექტს "MOLI კახეთში", შვეიცარიული ორგანიზაცია "HEKS EPER" აფინანსებს. თვითმმართველი თემი თელავის მუციციპალიტეტი აქტიურად მონაწილეობს პროექტში. არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ზურაბ ენუქიძე ამბობს, რომ თელავის მუნიციპალიტეტი არის პასუხისმგებელი, დაეხმაროს ადგილობრვ მეწარმეებს იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც მუშაობის პროცესში შეიქმნება.
პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში, მეცხოველეობის სექტორის განვითარების საშუალებით სიღარიბის შემცირება. როგორც სამთავრობო სტრუქტურებში ურთიერთობის კოორდინატორმა გიორგი ბერაიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მთავრობა მედიატორის როლს ასრულებს და ადგილობრივ ბიზნესს "HEKS EPER"-თან კომუნიკაციაში ეხმარება.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: