საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა
2020 წლის 23 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება. კომისიების წევრები განხილავენ თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ პროექტს.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე II გამზირი N16.