საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომისიებმა სხდომები ჩაატარეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსოსამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების სხდომები ჩატარდა. იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლისათვის ვაჟა ფშაველას სახელის მინიჭების შესახებ თელავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის განცხადება.
კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებას მიენიჭოს ვაჟა ფშაველას სახელი.
კომისიის წევრებმა ამასთანავე განსაზღვრეს ფრაქციებისა და უფრაქციო წევრების კომისიების ახალი შემადგენლობა.
გარდა ამისა, კომისიამ იმსჯელა სამართლებრივი თვალსაზრისით 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე.
საფინანსო საბიუჯეყო კომისიის სხდომაზე კი განსახილველი საკითხი იყო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების პროექტი, რომლის ძირითადი მოტივია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიების დაფინანსებისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თანხის მობილიზება.