საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა
2024 წლის 16 იანვარს, 11 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალური, კულტრის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.
სხდომაზე განიხილავენ კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ-ახალგაზრდულ და ძეგლთა დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს. ამასთანავე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.