საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში განიხილა

20 ნოემბერი, 2019

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში განიხილეს. კომისიამ მთავარი საფინანსო დოკუმენტის 9 თვის შესრულების ანგარიში დამაკმაყოფილებლად შეაფასა.

კომისიის წევრებმა 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების პროექტიც განიხილეს, რომელიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.

სხდომაზე ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილების პროექტის,  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო  ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს. 

გააზიარე