საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა. ცვლილებები უკავშირდება 2020 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის ასახვას, რომელიც გათვალისწინებულია:
- ქალაქ თელავში განთავსებული სათვალთვალო კამერების და ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად;
- სოფელ წინანდალში ძიუდოს სკოლის მოსაწყობად შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად;
- ქალაქ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ჟურნალ „ოლეს“ დასაფინანსებლად;
- სოციალურ პროგრამებში ახალი ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის.
მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 38 566 350 ლარით განისაზღვრება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა წარუდგინა თელავის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების 2019 წლის წლიური ანგარიში. გიორგი თავბერიძის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტით წლის განმავლობაში ღონისძიებებისა და პროექტებისათვის საჭირო სამუშაო, საქონელი და მომსახურება 17 691 100 ლარად შეისყიდა.