საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა

19 აგვისტო, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის  სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილეს.

წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილების პროექტის მიხედვით, მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების უკავშირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს, მათ შორის სოფელ ლეჩურში გაზიფიცირების სამუშაოებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებისათვის თანხის მობილიზებას, მათ შორის სოფელ ბუშეტში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედნის მოწყობისთვის; ქალაქ თელავში მუსხელიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული საავტომობილო გზის, სეხნიაშვილის ქუჩის, ასევე ლეონიძის და დავითაშვილის ქუჩების შემაერთებელი გზის რეაბილიტაციისთვის და სოფელ ლეჩურში გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელებისათვის.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ ნორმატიული აქტის პროექტი ამ სახით წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

გარდა ამისა, სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარადგინა თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 6 თვის მიმოხილვა, რომელიც კომისიამ დამაკმაყოფილებლად შეაფასა.

 

 

 

გააზიარე