საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა

21 თებერვალი, 2024

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები ძირითადად ნაშთის ასახვის გამო განხორციელდება. პროექტის მიხედვით ცვლილება ბიუჯეტის გადასახდელებში შედის, რომლის მიზანია სხვადასხვა პროექტის დაფინანსება.

ცვლილებების გათვალისწინებით თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 70 მილიონ 522 ათას ლარამდე იზრდება.

ნორმატიული აქტის პროექტის მიხედვით დაფინანსდება:

  • ქალაქი თელავში არჩილ II-ის, აწყურელის, ნ. მთვარელიშვილის, მუსხელიშვილისა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია, შალვა დავითაშვილის ქუჩის მიმდებარედ სასაფლაოს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
  • სოფელ ბუშეტში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობის და სოფელ შალაურში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები
  • ერეკლე მეორის გამზირზე N6, N8, N10 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები,
  • კავკასიონის 45გ კორპუსის გამაგრების სამუშაოები;
  • სოფელ ლალისყურში სასმელი წყლის სათავე ნაგებობასთან ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები და ა.შ.

ბიუჯეტში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სოფელ თეთრიწყლებში გზის რეაბილიტაციისა და ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოების თანადაფინანსებას.

კომისიის წევრებმა აგრეთვე განიხილეს დადგენილების პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

კომისია მხარს უჭერს, რომ ნორმატიული აქტის ორივე პროექტი წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

გააზიარე