საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა

18 ნოემბერი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს.

მთავარ საფინანასო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის ძირითადი მოტივია ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით თანხების მობილიზება. კომისია მხარს უჭერს, რომ ნორმატიული აქტის პროექტი უცვლელი სახით გავიდეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

სხდომაზე ასევე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ დადებითად შეაფასა.

 

გააზიარე