საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
2020 წლის 18 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისიის წევრები 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს განიხილავენ და 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ.
კომისიის სხდომა 13 საათზეა დაგეგმილი.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.