საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

11 ნოემბერი, 2022

2022 წლის 18 ნოემბერს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია სხდომას ჩაატარებს. კომისიის წევრები თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ.

სხდომაზე ასევე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი 2022 წლის მთავარი საფინასო დოკუმენტის 9 თვის მიმოხილვა იქნება. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე