საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა
2020 წლის 17 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. სხდომაზე, რომელიც 14 საათზეა დაგეგმილი, „მერების შეთანხმებაში კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“ თელავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტებს განიხილავენ.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე II გამზირი N16.