შეხვედრა ახალგაზრდა სპორტსმენთან
თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი თელაველ ახალგაზრდა ძიუდოისტს, მარიამ გულიაშვილს შეხვდა, რომელიც 20 ივლისს თურქეთის ქალაქ ქოჩაელში ძიუდოში ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.
მარიამმა 3 ივლისს, ასევე თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა.
შეხვედრას თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი ზაქრო კევლიშვილი და ამავე სკოლის მწვრთნელი გია ბახბახიშვილი ესწრებოდნენ.
ლევან ანდრიაშვილმა თელაველ სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა. მარიამ გულიაშვილს, რომელიც 7 წლის ასაკიდან თელავის ჭიდაობის სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს, სიმბოლური საჩუქრები და ფულადი პრიზი გადაეცა.