შეხვედრა კონდოლის, რუისპირისა და ნასამხარლის მოსახლეობასთან
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან ლილუაშვილი სოფელ კონდოლში, რუისპირსა და ნასამხრალში ჩავიდნენ და ადგილოვრივებს შეხვდნენ.
სამივე სოფლის მოსახლეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე გაამახვილა ყურადღება. სოფელ რუისპირში ადგილობრივებმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გარე განათების მოწყობა და სარწყავი სისტემის მოწესრიგება დაასახელეს.
სოფელ კონდოლში სასმელი წყლის ქსელების შეცვლასა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციაზე გააკეთეს აქცენტი.
სოფელ ნასამხრალში კი მოსახლეობამ ჭაბურღილის გაწმენდასა და სანიაღვრე არხის მოწყობაზე გაამახვილეს ყურადღება. „სოფლის მოსახლეობა შეხვედრებზე ძალიან აქტიურია და ჩვენ ეს გვახარებს, რადგან ისინი თავად იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვეცდებით დასახელებული პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელმა ლევან ლილუაშვილმა.