შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ბენეფიციარებთან

9 მარტი, 2024

გაზაფხულის დღესასწაულების მისალოცად თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურში იმყოფებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ უმწეოთა და უპოვართა სამსახურს, ვიზიტის ფარგლებში, წიგნები, საკითხავი ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები გადასცა და ადგილზე სამკითხველო კუთხეც მოაწყო, რაც ბენეფიციარებისათვის სივრცეში ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. სამსახურების ხელმძღვანელების განცხადებით, მსგავსი ტიპის აქტივობები და თანამშრომლობა რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

სამსახური 600-მდე ბენეფიციარს აერთიანებს და შესაბამისი საჭიროების მქონე მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით ემსახურება.

სამსახურში დასაქმებულია 21 თანამშრომელი. აღსანიშნი ფაქტია, რომ დასაქმებულებს შორის არიან თავად ბენეფიციარებიც, რაც მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება.

გააზიარე