სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა
2023 წლის 17 მაისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაზე განიხილავენ სამართლებრივი პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს:
„ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL)“ პროგრამის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცხადებულ საპროექტო იდეების კონკურსზე განსახილველად წარდგენილი, თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონებას;
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის N10 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას.
სხდომა 14 საათზე ჩაინიშნა.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.