სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

20 მარტი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ეხება ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში შესატან ცვლილებებს. კერძოდ, სოციალურ პაკეტს დაემატება 1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების დაფინანსების ქვეპროგრამა. გარდა ამისა, მერიის მიერ ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო დამხმარე საშუალებების დაფინანსებასაც.

გააზიარე