სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ 2020 წლის ბიუეჯტის პროექტი განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფრაქციებსა და კომისიებში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დღეს სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტზე იმსჯელეს.
კომისიამ პროექტით გათვალისწინებული განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული პროგრამები დადებითად შეაფასა. სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია კვლავ გააგრძელებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას. კომისიის წევრები ხვალ საბიბლიოთეკო გაერთიანებებისა და სამუსიკო სკოლების დირექტორებს შეხვდებიან და მათთან ერთად განიხილავენ ამ ა(ა) იპ ორგანიზაციების დაფინანსების საკითხს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მერიამ საკრებულოს 15 ნოემბერს წარუდგინა, 24 548 100 ლარს შეადგენს, საიდანაც კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებებისთვის გათვალისწინებულია 153 500 ლარი.