სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა
2024 წლის 19 ივლისს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა ჩატარდება.
დღის წესრიგი:
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N24 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი გიორგი ხაჭაპურიძე
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი.