სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

22 ივლისი, 2021

2021 წლის 22 ივლისს, 14 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა ჩატარდება.

კომისია თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ საკრებულოს დადგენილებასა და ასევე სპორტულ-ახალგაზრდულ პროგრამაში ცვლილებების პროექტებს განიხილავს. კომისიის წევრები ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა დებულბაში ცვლილების პროექტზეც იმსჯელებენ.

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.

გააზიარე