სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა.
სკოლამდელი განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის მხარდაჭერის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გათვალისწინებულია საბიუჯეტო სახსრების ზრდა.
პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 2021 წელს დამტკიცებულ მთავარ საფინანსო დოკუმენტს 6 მილიონ ლარზე მეტით აღემატება და 34 მილიონ 336 ათასი ლარით განისაზღვრება.
სხდომაზე მერიის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო არაკომორციულმა იურიდიულმა პირებმა კომისიის წევრებს და მოქალაქეებს დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს 2023 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია მოამზადებს რეკომენდაციებს და შენიშვნებს, რომლებსაც საკრებულოს ბიუროს წარუდგენს. წარმომადგენლობითი ორგანო კი მერს მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს ინიციატივებითა და რეკომენდაციებით 25 ნოემბერს დაუბრუნებს.