სოფელ კურდღელაურში #5 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
სოფელ კურდღელაურში #5 ქუჩის მეორე და მესამე მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი გაეცნო.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება 773 გრძ.მ სიგრძის მონაკვეთზე, მოეწყობა სანიაღვრე არხი.
ბიუჯეტი: 747 126 ლარი.
შემსრულებელი კომპანია: საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია ,,სერპანტინი,,.