სოფელ რუისპირში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზა ეწყობა
სოფელ რუისპირში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის დაზიანებული ასფალტის საფარი ახლით ჩანაცვლდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დასრულების ეტაპზეა სანიაღვრე არხის მოწყობის პროცესი, მიმდინარეობს ასფალტის დასაგებად გზის მოშანდაგება-მოსწორების სამუშაოები.
ასფალტის ახალი საფარი 980 გრძ.მ. სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.
ბიუჯეტი : 427 227 ლარი.
შემსრულებელი კომპანია: შპს ,,ბილტმორი,,.