სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, საკრებულოს წევრები - დავით გოგოშვილი, ტიტე დარეჯანიშვილი, ვასილ არაბული, გურამ წულუკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების - თეთრიწყლების, კობაძის, პანტიანის, სეროდანის, ნადიკვარის, ვარდისუბნისა და გულგულის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სოფლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნეს და მათთან ერთად იმსჯელეს არსებული პრობლემების გადაჭრაზე.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:
თეთრიწყლები, კობაძე, ნადიკვარი
► სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობის მოწყობა, ასევე სატრენაჟორო მოედნის შემოღობვა და შიდა გზებზე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.
პანტიანი, სეროდანი
► შიდა საუბნო გზების მოხრეშვა.
ვარდისუბანი
► სოფლის ქუჩების ნომერაციის დასრულება,შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.
გულგულა
► შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.
თელავის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 717 000 ლარია გამოყოფილი.