სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

27 სექტემბერი, 2019

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - არჩილ თხლაშიძემ, დეპუტატებმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების 21-ე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

გააზიარე