სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების გადახურვის პროცესი გრძელდება
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე, უკვე გადახურულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინები.
,, ამ დრომდე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი. უკვე გადახურულია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კუთვნილი რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები. უახლოეს დღეებში დავიწყებთ დაზარალებული ოჯახებისთვის მასალის გაცემას.,, - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
28 მარტს მომხდარმა სტიქიამ ჯამში 200-მდე საცხოვრებელი სახლის და ადმინისტრაციული შენობის სახურავი დააზიანა.