ტექნოპარკში პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

7 May, 2019

თელავის ტექნოპარკში პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მიიღებენ ინტერნეტში უფასოდ ჩართვის ერთჯერად ვაუჩერს. ასევე, რეგიონებში მოქმედ საწარმოებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ელექტრონულ წიგნიერებასა და კომერციაში.

 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდას და ელექტრონული წიგნიერების გავრცელებას რეგიონებში.

პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისათვის“ 2017 წლიდან ხორციელდება საქართვლოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მასში ამ ეტაპზე ჩართულია 300-მდე მეწარმე და 100-მდე ოჯახი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

 

 

გააზიარე