თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა
თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში საერთაშორისო ფონდ „მედიქორ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს“ საერთაშორისო ფონდმა საჩუქრად მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურა გადასცა:
► მაღალფუნქციური ექოსკოპიის აპარატი, ექოკარდიოგრაფიული პროგრამით;
►სისხლის ანალიზატორები;
►მრავალარხიანი კარდიოგრაფი;
► მონიტორები პაციენტის კვლევებისათვის;
► უახლესი ხელოვნური სუნთქვის აპარატები;
► ჟანგბადის კონცენტრატორები;
► ქირურგიული და სარეანიმაციო სხვადასხვა აპარატურა (ელ.დანა, ელ.ამომქაჩები).
ასევე, ფონდის მიერ დაფინანსდა სამედიცინო პერსონალის სპეციალური ტრენინგ-პროგრამა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ბავშვთა სტაციონარის განვითარების, სერვისების გაფართოვების და საინვესტიციო ფონდთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი - გიორგი ენუქიძე, ბავშთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი - თამილა თეიმურაზიშვილი, ფონდი „მედიქორის“ სამედიცინო პროექტების მენეჯერი - რიკუს ჯაკომეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“-ს წარმომადგენლები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ფონდ „მედიქორ ფაუნდეიშენს“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“-ს გაწეული დახმარებისთვის.