თელავის ცენტრალურ მოედანზე ,,ოთარ ოთარაშვილის სახელობის ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2022" ჩატარდა
თელავის ცენტრალურ მოედანზე ,,ოთარ ოთარაშვილის სახელობის ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2022" ჩატარდა.
ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ავტო კოლექციონერებმა და ავტო ინჟინერ რესტავრატორებმა, ასევე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ისტორიული ავტომობილების მფლობელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ე.წ. "ჰენდ მეიდი" ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები.
ფესტივალის დასასრულს გამარჯვებული ავტომფლობელები გამოვლინდნენ. პირველი ადგილი ირაკლი კაკაურიძეს ერგო, მეორე ადგილი დავით შილდელაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი მერაბ გუჯაბიძე გავიდა.
გამარჯვებულებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, საქართველოს ისტორიული ავტომობილებოს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა ნარსიამ და დამფუძნებელმა დავით ჭავჭანიძემ, ასევე ოთარ ოთარაშვილის ოჯახის წევრებმა მისი სახელობის თასი და საჩუქრები გადასცეს.
ფესტივალი საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით გაიმართა.