თელავის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებებისთვის საბოლოო სამზადისი მიმდინარეობს

23 დეკემბერი, 2021

თელავის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებებისთვის საბოლოო სამზადისი მიმდინარეობს.

პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი დაესწრო.

მერის განცხადებით, ,,პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, 24 დეკემბერს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა საშობაო სოფელი,სადაც თოვლის პაპა უმასპინძლებს ბავშვებს. გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთები და ნატურალური პროდუქტი, ანიმატორები გაამხიარულებენ პატარებს. საღამოს კი ყველა ერთად, საზეიმოდ ავანთებთ ახალ ნაძვის ხეს. ,,

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 24 დეკემბრს ჩაირთვება.

 

 

გააზიარე