თელავის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დაიწყო
თელავში კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი კომპანიის დირექტორთან გრიგოლ მანდარიასთან ერთად თელავში, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება. პროექტზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.