თელავის ისტორიულ მუზეუმში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
თელავის ისტორიულ მუზეუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეეყო.
გამოფენის გახსნის შემდეგ გაიმართა კონფერენცია თემაზე , ,,შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში". კონფერენციაზე თელავის ისტორიული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა მაისურაძემ და ასოციაცია ,,საზოგადოებრივი ინტერესებისათვის" დამფუძნებელმა ინა სოხაძემ მუზეუმისა და ასოციაციის ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელიც განხორციელდა კახეთის რეგიონში მცხოვრები შშმ მოზარდებისათვის.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დღის და სარეაბილიტაციო ცენტრების ხელმძღვანელები და სპეც პედაგოგები დაესწრნენ.