თელავის მერაბ კოსტავას სახელობის მეოთხე საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე
თელავის მერაბ კოსტავას სახელობის მეოთხე საჯარო სკოლა 100 წლისაა.
იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.
წარმოდგენილი იყო თეატრალური, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გაიხსენეს, პატივი მიაგეს მეოთხე საჯარო სკოლის გარდაცვლილ ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს.
სცენაზე 2024 წლის კურსდამთავრებულებიც წარდგნენ.
სკოლის განვითარებაში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.
თეატრის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მეოთხე სკოლასთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს სკოლის 100 წლის იუბილე მიულოცა.