თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებაში ცვლილება შედის

21 ოქტომბერი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულებაში ცვლილების პროექტი განიხილა.

ცვლილება შედის აღნიშნული სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში, რომელიც ეხება ძეგლთა დაცვის განყოფილების საქმიანობასა და ფუნქციებს. პროექტი კომისიის წევრებს ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ლიკა ალადაშვილმა.

„საჭიროა დებულების პუნქტების ძირითადი ნაწილის თანმიმდევრულად, თემატურად დალაგება, აზრობრივად გამართვა, ზოგ შემთხვევებში ძირეულ კორექტირება ან ამოღება, რადგან დუბლირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობები, დადგა საჭიროება, რომ ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

წარმოდგენილი ცვლილების პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე“, - განაცხადა ლიკა ალადაშვილმა.

საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ მიიჩნევს, რომ ნორატიულია აქტის დებულების პროექტი სამართლებრივად გამართულია. კომისია მხარს უჭერს, რომ აღნიშნული პროექტი გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

აღნიშნული პროექტი გუშინ ასევე განიხილა სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა პროექტის ბიუროს სხდომაზე გატანას.

 

 

გააზიარე